მადრიდის “რეალის” შემტევმა ტრიომ BBC-მ (გარეტ ბეილი, ქარიმ ბენზემა, კრიშტიანო რონალდო), მიმდინარე სეზონში ერთად “ბლანკოსის” ჩატარებული მატჩების მხოლოდ 40% ითამაშა.
კრიშტიანო რონალდუმ მცირე დაზიანება გასულ კვირას მიიღო და ამის გამო, “რაიო ვალეკანოსთან” და “მანჩესტერ სიტისთან” გამართული მატჩების გამოტოვება მოუწია. “სიტისთან” მატჩში, ტრავმა გაუმიზეზდა ქარიმ ბენზემას და შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა, ხოლო გარეტ ბეილმა მინდორზე 90 წუთი გაატარა.
2015 წლის აგვისტოდან მოყოლებული, კლუბმა ყველა ტურნირზე 47 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ტრიომ ერთად მხოლოდ 19-ჯერ ითამაშა. ბეილს მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო 16 შეხვედრა გაუცდა, ბენზემას 15, ხოლო რონალდუს – 2.
მიუხედავად ამისა, ტრიოს მაინც შთამბეჭდავი მაჩვენებელი აქვს. იმ 19 მატჩში, როდესაც ერთად მოუწიათ თამაში – 56 გოლი გაიტანეს, საშუალოდ თითქმის 3 გოლი ერთ მატჩში. აქედან 24 ბურთი რონალდუზე მოდის, 17 ბეილზე, ხოლო 15 ბენზემაზე.