ფეხბურთი

14:28 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე: “გუშინ ცუდად ვიყავი, დღეს უფრო ცუდი რამ მოხდა”

იტალიური “ემპოლის” ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე მისი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯის შესახებ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვერ აუხსნია თუ რატომ დასაჯეს ასე მკაცრად.

“რა უნდა ვთქვა? – არ მჯერა. ჯერ კიდევ ვფიქრობ, რატომ მომცეს სამმმატჩიანი დისკვალიფიკაცია და მიზეზი ვერ მიპოვნია. გუშინ თავს ცუდად ვგრძნობდი, რადგან თითქმის მთელი თამაში ჩემი გუნდი 10 ფეხბურთელით დავტოვე და ვერ ვხდებოდი, რა გავაკეთე არასწორად. დღეს კიდევ უფრო ცუდი რამ მოხდა”, - დაწერა მჭედლიძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ქართველი შემტევი სერია A-ს 35-ე ტურში “კარპისთან” მატჩის 25-ე წუთზე მარკო კრიმისთვის იდაყვის მოქნევის გამო გააძევეს. ლევანისთვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულებულია და დამდეგისთვის მზადება უკვე აქედანვე შეუძლია.

0.13224