კალათბურთი

20:29 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პოლი შესაძლოა 4-6 კვირაში დაბრუნდეს

“ლოს ანჯელეს კლიპერსის” გამთამაშებელი კრის პოლი პარკეტს შესაძლოა 4-6 კვირაში დაუბრუნდეს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, თუ “კლიპერსი” კლუბის ისტორიაში პირველად სუპერფინალში გავა, მაშინ კრის პოლი თავის გუნდს დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ კრის პოლმა “პორტლენდთან” მეოთხე შეხვედრაში მარჯვენა ხელი დაიზიანა. “პორტლენდი” -“კლიპერსის” სერიაში ანგარიში 2:2-ია. მეხუთე შეხვედრა ლოს ანჯელესში 28 აპრილს თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.

თეგებიკრის პოლი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132637