ფეხბურთი

16:30 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესმა "სოსიედადთან" გაახანგრძლივა

ესპანელმა ფეხბურთელმა ინიგო მარტინესმა "რეალ სოსოედადთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"სოსიედადის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი მთავარ გუნდში 2011 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მარტინესმა 31 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.

0.249499