ფეხბურთი

1:48 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

უსახური ნახევარფინალი და ლოგიკური ფრე მანჩესტერში (+VIDEO)

რომელი ითამაშებს ფინალში, “მანჩესტერ სიტი” თუ “რეალი” – ყველაფერი მომავალ ოთხშაბათ, მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაირკვევა. დღეს, მანჩესტერში გამართულმა თამაშმა ვერაფერი გაარკვია. მეტიც, “ეტიჰად სტედიუმზე” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შესაფერი ბურთაობა ნამდვილად არ ყოფილა.

თქვენი არ ვიცი და, მე პირადად ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ასეთი უსახური თამაში ბოლოს როდის იყო, არ მახსენედება. ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე დარჩენილმა “რეალმა” აქცენტი შედეგზე, ანუ, ამ შემთხვევაში არწაგებაზე გააკეთა და შედეგიც მიიღო. “სიტის” კი, უბრალოდ, ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილების არქონის გამო ნამდვილად გაუჭირდა. შეიძლება ითქვას, 90 წუთი ისე გაილია, ინგლისელებს ხეირიანი მომენტი, ისეთი, რომელსაც საგოლესა დავარმქვედით არ ჰქონიათ, ხოლო “რეალს” მცირედით შეექმნა ასეთი შანსი და ისიც თამაშის მიწურულს. ყველაზე ახლოს გატანასთან კაზემირო და პეპე იყვნენ, თუმცა ორივე შემთხვევაში ჯო ჰარტი იყო შეუდარებელი. ერთხელაც “ქალაქელებს” მშველელად ხარიხა მოევლინათ და შეხვედრაც ასე, უსახურად და ლოგიკურად დასურლდა – 0:0.

ისეთი ანგარიშია, ძნელია იმაზე საუბარი თუ ვინ ფლობს საპასუხო მატჩის წინ უპირატესობას, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ “სამეფო კლუბი” შინ თამაშობს, ნახევარფინალში თამაშიც მეტოქისგან გასნხვავებით მისთვის უცხო არაა და თანაც, რონალდუც დაუბრუნდება, უფრო მეტად სწორედ მისი შანსი ფასობს. თუმცა, არ დაგვავიწყდეს საქმე ფინალში გასვლას ეხება და ყველაფერი შესაძლებელია.

ჩვენის მხრივ, იმედი დავიტოვოთ, რომ “ბერნაბეუზე” ისეთი უნიათო თამაში არ იქნება, როგორიც ნისლიონ ალბიონზე შედგა...

“მანჩესტერ სიტი” – “რეალი” 0:0 (0:0) (მიმოხილვა)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მაყურებელი: 52 000

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; სანია, კომპანი, ოტამენდი, კლიში; ფერნანდო, ფერნანდინიო; ნავასი (სტერლინგი 77), დე ბრუინი, სილვა (იენაჩო 41); აგუერო

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (ისკო 90); ვასკესი, ბენზემა (ხესე 46), ბეილი

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გაფრთხილება: სილვა (38) – პეპე (24), კარვახალი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 11 (3) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

0.233903