ყაზახურ შიმკენტში სტარტი აიღო მორიგმა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.
მე-3 ნომრად განთესილმა ალექსანდრე მეტრეველმა რუსი ალექსანდერ ვასილენკო 5:7, 6:4, 7:5 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახ რომან ხასანოვს ეთამაშება.
წყვილთა ტურნირში პირველი განთესვის მქონე მეტრეველმა და რუსმა მარკოს კალოველონისმა სამხრეთკორეელებს – ნამს და სეოლს 7:6 (7:2), 6:4 მოუგეს და მეოთხედფინალში ხსენებულ ვასილენკოს და არგენტინელ ზუკასს ეთამაშებიან.
წყვილებშივე გიორგი ცივაძემ და უკრაინელმა გლებ ალეკსეენკომ რუს ფედორ ჩერვიაკოვს და უზბეკ შონიქმაჯონ შოფაიზიევს 6:2, 6:4 სძლიეს და მეოთხედფინალში მე-2 განთესვის მქონე სერბულ-ბელარუსულ დუეტს (იანკოვიჩი-ვასილევსკი) გაეჯიბრებიან.
ცივაძე ერთეულთა ტურნირის ძირითად ბადეში გასვლასაც ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია. გიორგიმ კვალიფიკაციაში ყაზახ კაუტბეკ აბიევს 6:0, 6:2 მოუგო, რუს ილია ვასილიევთან კი 4:6, 6:3, 1:6 დამარცხდა.