დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩია: “მანჩესტერ სიტი” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. გუნდებისთვის მდგომარეობა განსხვავებულია – “რეალი” თუ აღნიშნულ ეტაპზე 27-ედ თამაშობს, “სიტის” ლიგის ნახევარფინალში არასდროს უთამაშია.
თუმცა, ორივე გუნდი კარგ ფორმაშია – ინგლისელებს უკანასკნელი 7 მატჩია არ წაუგიათ, ხოლო “რეალმა” მიჯრით ხუთი თამაშის მოგება მოახერხა. ზინედინ ზიდანს სასიხარული იფნორმაცია აქვს: დღეს თამაშს შეძლებს პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც “ვილიარეალთან” შეხვედრაში დაშავდა და ამის გამო ლა ლიგის ბოლო ტური “რაიო ვალეკანოსთან” გამოტოვა.
იმავე “რაიოსთან” შეუძლოდ იგრძნო თავი ქარიმ ბენზემამ და მისი თამაში დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. სხვა მხრივ, “სამეფო კლუბი” “ეტიჰად სთედიუმზე” საბრძოლო შემადგენლობით იქნება. “სიტის” კი ერთთვიანი უქმობის მერე ერთბაშად ორი წამყვანი ფეხბურთელი ვინსენ კომპანი და რაჰიმ სტერლინგი დაუბრუნდა. ერთადერთი დანაკლისი იაია ტურეა – კოტ დივუარელს კუნთის პრობლემა აწუხებს.
ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში “სიტიმ” “სტოკ სიტი” 4:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი გაიმყარა. ახლა, “ქალაქელები” მესამე-მეოთხე პოზიციას ლონდონის “არსენალთან” ერთად იყოფენ. მადრიდის “რეალს” კი, ესპანეთში გაცილებით მაღალი ამბიციები გააჩნია: “სამეფო კლუბი” “ბარსელონასა” და “ატლეტიკოსთან” ერთად იბრძვის სამშობლოში უძლიერესის სახელის დასაგდებად. თუმცა, გასულ უიქ-ენდზე ზიდანის გუდნმა კინაღამ ოქროს ქულები გაანიავა მადრიდულ დერბიში “რაიოსთან”. მასპინძლები ორბურთიანი ფორით იგებდნენ, მაგრამ გარეტ ბეილმა “რეალს” 3:2 მოაგებინა.
მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი): “ეს ნახევარფინალი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას ყოველთვის არ ვთამაშობთ. ბიჭები კარგ მდგომარეობაში არიან. ყველა ჩვენგანს სურს, რომ მოდევნო ეტაპზე გავიდეთ. მე კი, მინდა, ვიხილო გუნდი, რომელიც მოგებაზე ითამაშებს.
დაცვით ფეხბურთს არ ვითამაშებთ. ცხელი გულით უნდა ვითამაშოთ, თუმცა ამასთან, ცივითაც. ემოციები კი, აუცილებლად უნდა გავაკონტროლოთ”.
ზინედინ ზიდანი (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): “მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ – ეს, ჩვენი მენტალიტეტია. ჩვენ დღევანდელი მატჩისთვის მზად ვართ, ვეთამაშებით უძლიერეს გუნდს, მათი ფეხბურთელები სწრაფები არიან და ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ.
რონალდუ და ბენზემა? – იდეაში ისინი ითამაშებენ. იმედია, კარგად იქნებიან, მაგრამ ტესტი ჯერ კიდევ უნდა გაიარონ.
როგორ შევაჩერებთ კეინ დე ბრუინს? – ვიცით, რომ იგი ტოპ მოთამაშეა და საუკეთესო ფორმაშია. “სიტიში” მან თავისი ნამდვილი ხარისხი აჩვენა. დე რბუინი და სერხიო აგუერო ერთად ბრწყინვალენი არიან. ვნახოთ, რა მოხდება დღეს”.
სავარაუდო შემადგენლობები:
“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; სანია, ოტამენდი, კომპანი, კლიში; ფერნანდო, ფერნანდინიო; ნავასი, დე ბრუინი, სილვა; აგუერო
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ბეილი, ხესე, რონალდუ
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)
“მანჩესტერ სიტი” ნახევარფინალში პირველად თამაშობს. მადრიდის “რეალი” კი 27-ედ და ეს სარეკორდოა მაჩვენებელია. აქამდე “ბლანკოსს” 26 მცდელობიან ფინალში გასვლა 13-ჯერ მოუხერხებია. შარშან იგი ამავე ეტაპზე ტურინის “იუვენტუსთან” დამარცხდა.
ისე კი, “სიტი” ევროტურნირების ნახევარფინალში მესამედ გავიდა. ბოლოს ის საუკეთესო ოთხეულში შორეულ 1970 წელს გახლდათ, როდესაც თასების თასზე გელზენკირეხნის “შალკესთან” ორი მატჩის ჯამში 2:5 დამარცხდა.
მთლაინად ევროასპარეზზე “რეალი” 32 ნახევარფინალს ითამაშებს. 17 შემთხვევაში იგი ფინალში გავიდა, ხოლო დანარჩენ 14 ჯერზე წააგო. ჩემპიონთა ლიგაზე კი მიჯრით მეექსვედაა ოთხეულში. აქედან ფინალში თამაში ერთადერთხელ მოახერხა 2014 წელს, როდესაც “ბაიერნის” ბარიერი დაძლია.
პრეცედენტი
ოფიციალურ მატჩებში ეს გუნდები ერთმანეთს 20120-2013 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. მაშინ, მადრიდში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს კრიშიტანუ რონალდუმ კი 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. არადა, მანამდე მთლი თამაში სტუმრები იგებდნენ. 2012 წლის 18 სექტემბერს, გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
“რეალი”: კასილიასი, არბელოა, პეპე, ვარანი, მარსელო, ხედირა (მოდრიჩი 73), ჩაბი ალონსო, დი მარია, ესიენი (იოზილი 65), რონალდუ, იგუაინი (ბენზემა 73)
“სიტი”: ჰარტი, მაიკონი (ზაბალეტა 74), კომპანი, ნასტასიჩი, კლიში, ხავი გარსია, ტურე, ბერი, სილვა (ჯეკო 63), ნასრი (კოლაროვი 37), ტევესი
საპასუხო მატჩი კი 21 ნოემბერს, მანჩესტერში ფრედ – 1:1 დასრულდა:
“სიტი”: ჰარტი, მაიკონი, ზაბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კოლაროვი (ხავი გარსია 46), ნასრი, (ტევესი 60), ტურე, სილვა, აგუერო (მილნერი 88), ჯეკო
“რეალი”: კასილიასი, არბელოა, რამოსი, პეპე, კოენტრაუ, ხედირა, ჩაბი ალონსო, დი მარია (ალბიოლი 87), მოდრიჩი (კალეხონი 68), რონალდუ, ბენზემა (ვარანი 75)
მაშინ, “რეალი” ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა დორტმუნდის “ბორუსიის” შემდეგ, ხოლო “სიტიმ” ასპარეზობა ბოლო პოზიციაზე დაასრულა.
სხვადასხვა
“სიტი”
მერვედიფნალში კიევის “დინამოსთან” (3:1) მოგება პირველი იყო ინგლისური გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სტადიაზე. უკრაინელებს “ქალაქელებმა” პსჟ-ც ზედ მიაყოლეს.
მიმდინარე სეზონში მანუელ პელეგრინის გუნდმა საკუთარ მოედანზე ხუთიდან სამი თამაში მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და ტურინის “იუვენტუსთან” (1:2) წააგო.
“სიტიმ” წლეულს ჯგუფში ერთი ესპანური გუნდი უკვე დაამრცხა. კერძოდ, “სევილიას” შინაც მოუგო და სტუმრადაც – 2:1, 3:1.
მანჩესტერელთა ბალანსი საკუთარ კედლებში ესპანურ გუნდებთან ასეთია: 3 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება. მთლიანობაში კი, 5 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება.
პლეი-ოფში კი “სიტის” პირინელებთან თამაში სულ ოთხჯერ მოუწია და შემდეგ ეტაპზე ერთადერთხელ გააღწია.
თუ “სიტი” ნახევარფინალში აქამდე არასდროს ყოფილა, აქ თამაშის გამოცდილება გააჩნია მათ თავკაც მანუელ პელეგრინის. ჩილელის გაწვრთნილი “ვილიარეალი” 2006 წელს ამავე ეტაპზე “არსენლათან” დამარცხდა (0:1).
“რეალი”
მიმდინარე სეზონში “რეალმა” გასვლაზე 5 მატჩიდან სამში იმარჯვა. ერთხელ ფრედ ითამაშა, ხოლო “ვოლფსბურგთან” წააგო.
“სამეფო კლუბმა” შარშან სტუმრად “იუვენტუსთან” წააგო და ეს იყო 12 გასვლით შეხვედრაში ერთადერთი მარცხი, სანამ ზინედინ ზიდანის გუნდი “ვოლკსვაგენ არენაზე” დამარცხდებოდა.
მადრიდულ გრანდს ინგლისში ბოლო სამი სტუმრობა წარმატებით აქვს დასრულებილი – “ტოტენჰემთან” (2010/11, 1:0), “მანჩესტერ იუნაიტედთან” (2012/13, 2:1) და “ლივერპულთან” (2014/15, 3:0).
საერთოდ კი უკვე რვა თამაშია ალბიონელებთან აღარ წაუგია (6 მოგება, 2 ფრე). ბოლოს “რეალი” 2009 წელს, “ენფილდ როუდზე” დამარცხდა 0:4.
ინგლისური გუნდების ბარიერი ესპანელებმა პლეი-ოფში 7-ჯერ დაძლიეს, ოთხჯერ კი ვერ.
ინგლისში მისი ბალანსია ასეთია: 6 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება. მთლიანობაში კი ინგლისურ გუნდებთან შემდეგნაირი: 13 მოგება, 9 ფრე, 10 წაგება.
ფეხბურთელები და მწვრთნელები
მანუელ პელეგრინი 2009-2010 წლების სეზონში “რეალს” ედგა სათავეში და ლა ლიგაში კლუბის რეკორდი დაამყარა 96 ქულის მოპოვებით, მაგრამ სეზონი “ბარსელონას” შემდეგ მაინც მეორე ადგილზე დაასრულა. ალბათ, სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი ჟოზე მოურინიოთი მისი ჩანაცვლების. ჩემპიონთა ლიგაზე კი პელეგრინის “რეალი” მერვედფინალში “ლიონთან” დამარცხდა (1:2).
პელეგრინი “რეალის” დღევანდელი ფეხბურთელებიდან რონალდუს, სერხიო რამოსს, პეპეს, მარსელოს, ბენზემასა და არბელოას ავარჯიშებდა.
ჩილელი 2004-2009 წლებში “ვილიარეალს” წვრთნიდა და 2007-2008 წლების სეზონში გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მეორე პოზიციაზე გაიყვანა. “ყვითელი სუმბარინა” მაშინ სწორედ “რეალს” ჩამორჩა. 2010-2013 წლებში კი “მალაგას” დამრიგებელი გახლდათ. “რეალთან” პელეგრინის ბალანსი ასეთია: 3 მოგება, 5 ფრე, 10 წაგება.
რონალდუ 2004-2009 წლებში “სიტის” მოსისხლე მტერ “იუნაიტედში” ირჯებოდა. “მანკუნიალეთა” მაისურით ინგლისში პორტუგალიელმა 196 მატჩში 84 გოლი შეაგდო. კრიშტიანუმ “სიტისთან” 7 თამაში მოიგო, 3 წააგო, ერთხელ კი დაზავდა. სხვათა შორის, იგი მანჩესტერულ დერბიში ორჯერ გააძევეს, 2004 და 2008 წელს. Oრჯერვე “ეტიჰად სთედიუმზე”.
სერხიო აგუერო “ატლეტიკოს” ღირსებას 5 წელი იცავდა, მაგრამ “რეალი” არასდროს დაუმარცხებია: 3 ფრე, 8 წაგება. ისე კი, სამი გოლი მადრიდელთა კარში გაუტანია.
გარეტ ბეილმა 2012 წელს “ტოტენჰემის” შემადგენლობაში “სიტის” ერთი გოლი გაუტანა.
ალვარო არბელოას 2009 წლის თებერვალში “სიტისთან” ავტოგლი აქვს გატანილი.
სტატისტიკა
“სიტი”
“სიტი” ყველა ტურნირის ჩათვლით უკვე 7 მატჩია არ დამარცხებულა.
სერხიო აგუერომ 16 აპრილს “ჩელსისთან” ჰეთ-თრიქი შეასრულა და პრემიერლიგაში უკვე 100 გატანილი გოლი დაუგროვდა. საიბილეო გოლი მან “ნიუკასლს” გაუტანა. კუნმა ასეთ შედეგს 147 თამაშში უწია. 147-ზე ნაკლებ მატჩში 100 გოლის გატანა ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ ალან შირერმა მოახერხა.
“სიტის” რაჰიმ სტერლინგი დაუბრუნდა, რომელიც 20 მარტის მერე ლაზარეთში იმყოფებოდა.
ასევე დაბრუნდა გუნდის კაპიტანი ვინსენ კომპანი რომელიც 15 მარტის შემდეგ ვერ თამაშობდა. ბელგიელმა “ნიუკასლთან” 90 წუთი ითამაშა.
“რეალი”
კრიშტიანუ რონალდუს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 16 გოლი აქვს გატანილი. ღეკორდი კი 17-ია, რომელიც მასვე ეკუთვნის 2013-2014 წლების სეზონიდან.
პორტუგალიელი მეორე ადგილზეა ლა ლიგის საუკეთესო გოლეადორებში 31 ბურთით ლუის სუარესის შემდეგ. იგი ლა ლიგაში მინიმუმ 30 გოლის გატანას ზედიზედ 6 სეზონია ახერხებს.
თუმცა, კრიშტიანუ “ვილიარეალთან” (3:0) მატჩში დაშავდა, რის გამოც სამი დღის “რაიოსთან” შეხვედრა გამოტოვა.
გარეტ ბეილს წელს 18 გოლი აქვს გატანილი, რაც მისი “რეალში” ყოფნის დროიდან მოყოლებული საუკეთესო შედეგია. მანამდე 2013-2014 წლების სეზონში 15 გოლი გაიტანა და რეკორდი ეს იყო.
ბენზემას ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ ოთხ მატჩში გოლი გაჰქონდა, მაგრამ ეს სერია “რაიოსთან” შეწყდა, სადაც მან მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. ბეილისა არ იყოს, მიმდინარე სეზონში ის შედეგიანია: 23 გოლი ლა ლიგაში, რაც ქარიმის მადრიდულ კარიერაში 2009 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი შედეგია.
“რეალი” ერთადერთი გუნდია, რომელიც მიჯრით 6 სეზონია ლა ლიგაში მინიმუმ 100 გოლის გატანას ახერხებს.
“სამეფო გუნდს” ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ ცხრა თამაშია აქვს მოგებული. ამ მხრივ სარეკორდოა კარლო ანჩელოტის დროინდელი გუნდი სერია 2014 წელს – 12 მოგება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯესი ) სიტის ფანები თავიანთ ფეხბურთელებს მაინც არ უსტვენენ) ლეგენდები არ ყავთ მარა მაინც
რეალის გულშემატკივარი არაა მაგათზე უკეთესი)) ისე ცნობისთვის ინგლისელი გულშემატკივარი ყველაზე ჯიოსტკი ხალხია) რატო ვერ გავიგე
რეალს ფინალში ბავარიასთან გაცილებით დიდი შანსი ექნება ვიდრე ატლეტიკოსთან
stripslashes((strlen('https://www.facebook.com/safexburtoclasica/photos/a.1555283668071187.1073741828.1550598891872998/1687253498207536/?type=3&theater')>0?'https://www.facebook.com/safexburtoclasica/photos/a.1555283668071187.1073741828.1550598891872998/1687253498207536/?type=3&theater':'https://www.facebook.com/safexburtoclasica/photos/a.1555283668071187.1073741828.1550598891872998/1687253498207536/?type=3&theater'))
რაც გუნდი ისე ფანები
მკლავს ეს არაკანონიერი შვილი
რა მნიშვნელობა აქვს შვილი შვილია :დ
მე პირადად ძალიან მომეწონა რეალის თამაში.დაცვა და ნახევარდაცვა უშეცდომო იყო.თავდასხმამაც კარგად ითამაშა,მიუხედავად უდიდესი დანაკლისისა.
რა დასამალია და არ მომწონს მე ასეთი რეალი
გასაგებია შედეგზე თამაში და ა.შ, მარა სანახაობრივი თვალსაზრისით ბევრად უკეთ უნდა თამაშობდეს გუნდი.
თუმცა რაც არის არის რას ვიზამთ, არსებულს უნდა დავჯერდეთ და იმედია ლიგის მოსაგებად იბრძოლებენ და არის შანსები საკმაოდ დიდი ამის
შემდეგი სეზონიდან კი ბევრი რამ უნდა დაიხვეწოს თორე ასე ვერ გავფრინდებით
გეთანხმები რეალის გააზრებული კომბინაცია მომენატრა, ეს კონტრ ატაკა კი არ უხდება რეალს უბრალოდ ზიზუს სხვა შანსი არ აქვს ეხლა თორე დარწმუნებული ვარ არც მაგას ხიბლავს ეს სათამაშო სტილი
+1
ხან ასე იქნება გიო ხან ისე ყოველთვის ჭირს ისე როგორც გულშემატკივარს სურს
მთავარია მაქსიმუმი გამოწურო რასც სიტუაციას ერგება ისე უნდა მოიქცე ლიგა რო დადოს რეალმა ვაბშე არავის გაახსენდება რეალის ამდაგვარი თამაში
თან ისიცაა რომ რო გაეხსნა თამაში ღმერთმა უწყის რანაირად დამთავრდებოდა თამაში
თან იმასაც ვერიტყვი რო დაცვაში იჯდაო და რამე სიტიზე მეტი შანსები ქონდა
+1 გეთანხმები ეგრეცაა მარა მარტო ამ თამაშზე არ მაქვს საუბარი ზოგადად ბოლო დროის რეალზე და იმაზე რო არ უხდება ესეთი თამაში გუნდს მარა რაცაა ესაა
გამოსწორება შეიძლება რაც მთავარია
მუშაობა გაგრძელდება მთავარია ეხლა ზიზუს აცალოს პერესმა
და მეტად დაიხვეწებიან
+1
ჩამშლელმა ჩაშლაზე მეტი თუ არაფერი იცის ეს არაა ტრაგედია
კაზემიროს რო უყურებ ძალიან კარგია ბოლო პერიოდი აშკარად მომატებული აქ
რა პასებს სთხოვთ ასეთს რომელი ხავი კაზემიროა )) რაც ევალება ასრულებს შეტევა და გოლი არარის მისი საქმე ვაკვირდები მის თამაშს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენ ეტყობა ობი მიკელის თამაშები არგაქვთ ნანახი თორე კაზემიროზე არიტყოდით არაფერს
ბერნაბეუზე შევჭამთ.ისე ბენზემა რო დარჩენილიყო ასე კარგად ვერ ითამაშებდა შეტეტევა,ძაან აგდებდა ტემპს.
აგუეროოო,ესაო,ისაოო და ერთი უნიჭო ფორვარდია.
დღეს რაფარეი გაუკეთებია გარდა ამისა მეორე სართულზე ნოლია
მაგრამ რა რადა უნიჭო ნაღდად არაა ძალიან კარგი ფეხბურთელია
ფორვარდი არ ვიცი მაგრამ უნიჭო ბეილია თან მაგარი
აგუეროც დიდი არაფერია ისე 
ეს მსოფლიოს ფინალის ფოტოა,რომ გიყენია??
DDDDDDDDD
რა ბედნიერი სახე აქ მესის.მაგ დღეასს ხომ მსოფლიო მოიგოოო.
მთავარი მონაწილეობა ამ შემთვევაში
1 წელი თავს ინახავდა და იასნა მოიგებდა
შენ რა გგონია რატო წააგო ატლეტიკოსთან??
DDDDDD
მადაც თავი შეინახა.
არც ისე შორსაა ,ძმაო,2018 წელი.
არის მაგაში ლოგიკა
არა ეხლა კოპაა ზაფხულში

რა თავი შეინახა? ეს მადრიდელების ახსნაა მესის ცუდ თამაშზე
საინტერესოა,თუ რას დააბრალებენ კოპა რო არგენტინა ვერ მოიგებს.ალბათ მესი ფსიქოლოგიურ პრობლემებს.
ან ამინდს,ან გლობალურ კატაკლიზმებს,მოკლედ რაღას არა)))
ეგ თქვენ გჩვევიათ გლობალური პოლიტიკური და სოციალურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება მაშინ როცა რეალი აგებს
კაი გაჩე(ჯესის დავესესხები სიტყვებს).
ასეა ეს ჩემო მეგობარო

ჯესი სამეფო თამაშების პირველი სერია მოგეწონა?
კი კაი იყო
ბოლო მომენტმა დაგლიჯა
მე უკეთეს სერიებს ველოდები
და ეს საშინელი მკველობები საიდან იგონებენ გული შეგიწუხდება 
ხო ის დორნის პრინცი შემეცოდა მიუხედავად იმისა რო ობერინის გოგოებს ვბალეშიკობ არ მოიქცნენ სწორად
ერთ მეგობარს ვაყურებინე სამეფო თამაშებს და ვეგეტარიანელი გახდა მის შემდეგ ხორცი არ უჭამია არც უყურებია მეოთხე სეზონზეა გაჩერებული

კაი რა იმ გოგოები რატო მოგწონს ძან ცუდი პოლიტიკა აქვთ
კაზემეიროს არაფერი აქ დასაწუნი!!!!
ყველაფერი აქვს,რაც მაღალი დონის ჩამშლელს სჭირდება.
მიკვირს,რომ კიდე ვერ აფასებთ ამ ბიჭს,უკვე ძაან ბევრი გააკეთა გუნდისთვის და უცვლელ ფიგურადაც იქცა.
ჩაშლის მეტი არაფერი არ იცის
არც სჭირდება მეტის ცოდნა.პასიც მშვენიერიაქ.
რეალის ნახევარმცველს სჭირდება დამიჯერე, იუვეში ან ინტერში რომ თამაშობდეს მეტს არც არავინ მოსთხოვდა
მოდრიჩი კროოსი უვსებს იმ ნიჭს ,რაც აკლია.გაუვალი კედელი ქმნის კაზე მოდრიჩთან და კროოსთან ერთად.
ანუ უკვე მეთანხმები რომ ჩაშლის გარდა დანარჩენს სხვები აკეთებენ წინსვლა არის უკვე
მაგის სასტავში ყოფნა რეალი სათამასო სტილი ბრალია ისკო ან ხამესი რომ იყოს სასტავში რეალმა უნდა ითამაშოს კომბინაციური ფეხბურთი რაც მე ძალიან მინდა მაგრამ მაგას სერიოზული მუშაობა ჭირდება ამიტომ ზიზუ პრაგმატულად უდგება საკითხს და რეალს კონტრ ატაკას ათამაშებს ამ სქემაში კი იდეალურია კაზე
ისკო ან ხამესსი რომ ყოფლიყო სიტი გაცილებით მეტ მომენტს შექმნიდა.არც მორიჩს შეუძLია კარგად ჩაშლა და არც კროოს.
შექმნიდა იმიტომ რომ არ იცის რეალმა კომბინაციური თამაში მაგას ვამბობ მეც კონტრ ატაკაზე კაზე იდეალურია და მაგიტომაც არის სასტავში
ზიდანი ერთ ნორმალურ შარვალს ვერ ეღირსა
რო არ მეზარებოდეს და არ მეძინებოდეს ავყვებოდი ზოგს კომენტარებში და მაგრად ვიხალისებდი,მაგრამ ვაი რომ მეძინება.


კაზემეირო რა გვეზერდებააა.10 წლით რეალს საყრდენის პრობლემა ეხსნება.ეს ხამესი მომაშორონ გუნდიდან და მთლად ავშენდებით.ცუდად მხდის მაგის დანახვა.იმენა უნიჭო.
მგონია რომ ხუმრობ
ხამესია უნიჭო და კაზემირო ნიჭიერი? 
კაზემირო მეხუთე კუნინძაა :დ
რა როჟით მოძრაობს ტიპი
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
ძაან აპასნი გამოხედვა აქვს.
ძაან დესლიააა.
გუნდს რომელიც საკუთარ მოედანზე მომენტს ვერ ქმნის, რატო უწინასწარმეტყველებთ ლიგის მოგებას ?
რა ლოგიკით თორე კი :დ
ლოგიკა რო ყოველთვის ამართლებდეს ბარსა ეხლა სახლში არ იჯდებოდა თან პირველი მოგებული მატჩის შემდეგ
რა შედარებას აკეთებ
ატლეტიკომ პირველ თამაშშიც ტოლი არ დაუდო ბარსას და სანამ კაცი არ გაუგდეს იგებდა კიდეც კატალონიაში და სიტი აგერ სახლში ვერ ქმნის მომენტს
რეალს ეთამაშებოდა რა მომენტს შექმნიდა
ეს სუსტი ირონია არ შემიძლია
ხამესს 50 მილიონადაც ვერ გავყიდით.ვის რაში უნდა სანაგვე ურნა,მაგის გაპიარებულ დედას ტენა პეპემ)))
მაგის მომთრევი იმენა ალვეში))
როდის ვიძახდი მე მაგაზე უვარგისია თქო? კაი პერიოდი რო ქონდა და რო აიტაცეს უცებ ცაში როგორც ჩვევიათ რეალის ფანებს მაგ დროს
არაა ეგ რეალის შესაფერისი ფეხბურთელიი
არც მე არ მევასებოდა არასდროს,შენც ხომ კარგად იცი.იმენა დღითიდღე ამტკიცებ ღლე როა.
დარტყმის გარდა ტიპმა არაფერი არ იცის,წავიდეს დაბრუნდეს მონაკოში,მეტი ონე მაინც არააა.
წავა ზაფხულში ყველა ვარიანტში
ბოლო წლებში ვინც პირველი ატარებს სახლში მატჩებს ნახევარ ფინალში ის გადის ფინალში და წელსაც ესე იქნება ატლეტიკო-სიტია ფინალი
სიტიმ უნდა მოიგოს გვარდიოლა გაგიჟდება
1. ძალიან მომეწონა ამ თამაშში.... ზიდანი... მართლა სერიოზულად ვამბობ
2. კიდევ ერთხელ ვნახეთ რომ რეალი ბენზემას გარეშე გაცილებით უკეთესია
აგუერომ რა ჩემი ალვეში აკეთაა??
ტვინი რო წაიღეს მაგით?რა ფორვარდი ეგაა,ათრია 1212324 წლის პეპემ.)))))))
არ ვიცი რა ,ალბათ მაინც პეპე ჯობია მეორე თამაშში. ძაან მოხოდილი ჩანს.
აგუერო ქათამიაა, ოვერეითედ ფეხბურთელია მაგარიი
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
თამაში ლევანტე-ხეტაფეს დონის!!! 25 წელია ფეხბურთს ვუყურებ და არასოდეს მინახავს ასეთი საშინლად უინტერესო თამაში!!! სიტი საერთოდ ღადაობაა ტიპები გონზე არ არიან ან სად არიან ან რა უნდათ ან ვის ეთამაშებიან
))) ერთი ფინალისტი უკვე ცნობილია.
ისკო და ხამესმა ბალიშები იყიდონ,ამდენი სკამზე ჯდომით არაფერი აიკიდონ!!!!!!
DDDDDDD
კაზემ არ დასვა სკამზე 110 მილიონი.
ძაან დონეა კაზე,ასეა ეს.
კაზემ კი არ დასვა რეალის სათამაშო სტილმა დასვა ეგენი სკამზე
თბილად აცვამს ზიდანი ხოლმე რომ არ გაცივდნენ
დონეა არის ისკო, მოდრიჩი, მარსელო, რავი კიდე ვარანე
და კაზემირო არის თხა
აგუერო იმენა მტირალა ბავშვს დაამგვანა პეპემ))))
ბებერი ვოლკია რა))))
მუ მე ვისი ავატარი მაქვს? ბენტნერის ხო?
ავატარზე არ მითქვია
არა ბეილმა დღეს კარგად იყომარა,აშკარად საუკეთესო იყო შეტევაში.ულიდერა გუნდს მოდრიჩთან ერთად.
სედანი მაგარი კაცია
ვთქვი ისკო და ხამესი ორი საშუალო დონის ფეხბურთელი გასაგდებია თქო და ამ კაცმა ნახა რაც მე ვნახე 
მოკლედ ორივე გუნდის მხრიდან სამარცხვინო თამაში იყო
კაზემეირომ არ გაახარა არავინ.დონიშეე!!!!!
ძაან ადრე ვიძახოდი,რომ კაზემეირო გაამართლებდა და აუცილებლად უნდა მიეცათ მისთვის შანსი.
კაზემიროზე ვერ დაგეთანხმები ძაან უტვინოა
თავის საქმეს 10000 იანზე აკეთებს,ძმაო და რაც გინდა ის უწოდე და ასეა და.
+1
თავის საქმე თუ მარტო ჩაშლა გგონია არ ვიცი ელემენტარულ პასებს ვერ აკეთებს
*ეა მაინც
ფუფ
ნინიმ მუს გადაუჯოკრა, ძმაოოო.ჩესნად ვამბობ!!!
ვიცი შენ სულ მოგწონდა ჩემი კომენტარები და მეთანხმები რათქმაუნდა
ჩემი ხმაც ნინისსსსსსსსსს :დ

დონეებს დებს და უნდა დაუფასო ადამიანმა
სორი მუ
რა გინდა ჯესი?
პსჯ თუ ვინატრე სიტის მაგივრად და ბარსა რეალის ვერ ვერკვევი ფეხბურთში?

ვერ ერკვევი თქო არ გეუბნები ეგეთების თქმა არ მიყვას მე :დ უბრალოდ რეალის სიძულვილი ბევრ არალოგიკურ კომენტარს გაწერინებს
ვერც მეტყვი ვერ ერკვევიო

რა ვქნა ეხლა არ მიყვარს ეს რეალი განსაკუთრებით ზიდანმა შემაზიზღა
არც მე არ მიყვარს ბარსა მაგის დამაარსებელსაც მოვიკითხავ მარა არარსებულს არ ვწერ ხოლმე :დ
და რა დავწერე ეგეთი? :დ
კაი არაფერი :დ სწორი დაწერე

პსჟ > რეალი
შენ ისე გებულობ როგორც გაწყობს პსჟ სიტის მაგივრად ვინატრეთქო ხო გითხარი
აუუუ ეს ავატარი მაგარიშეეეა
სმაილი უფრო სწორად
ჩათლახიშეა
ხო
ბიჭო,ბიჭო,ბიჭო საიდან ამდენი შური.ვაიმეეე,დაგცინეთ ასეთ ხალხს ბევრი.
DDDDDDD
DDDDDDDDD
ძელი,პეპეს მომენტი,კაზემიროს თავური,უამრავი ნახევარ მომენტი,ძროხა კომპანის უხეშობა,რომელიც მსაჯმა ვერ დაინახა და თურმე რეალი უმომენტო იყოოოო.
თან აღარ ვირტყვი ვინების გარეშე გადაუარა მეორე ტაიმში.ერთადერთი მომენტი შექმნა სიტიმ და ისიც მარტივად მოიგერია ნავასმა.
მასე სიტის კიდე ია ია ტურე არ ყავდა
ეგ ზანგია მუ არ ითვლება
ჯესი ) პეპე დაცვაში მომეწონა )) ახლა ის ერთი მომენტი დიდი ამბავი
არცერთის გულშემატკივარი არ ვარ (მე ისევ ჩემი მკვდარი მილანი მირჩევნია ყველას) მაგრამ დღეს სიტის თამაში იყო 0, ხოლო რეალის 2. 5 ბალიანი სისტემიდან
მუ მოუმატე ბიჭო თორე სერიოზულ კონკურენციაში მოხვდი :დ
რამე შენებური გააძრე
ბეილი ჩემ თვალში სურამელაშვილი გიაა მარა ერთ მომენტში ოტამენდის მაგრად აძოვა :დ
ეგ არ გაგიგოს ბეილიკომ,თორე აი თუ გაპატიოს რაა

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
კიდე ვინმეს ეპარება ეჭვიიი რომ რეალის ლიდერი რონალდუა ?
ნიეტ რონალდუ ნიეტ ფართი პარნი ეტო 100 პრაცენტა ტაკ დელო
ისე პეპე მომეწონა) დე ბრიუნე და აგუერო არ გაახარა) ვარანს აფინტავებდნენ ადგილზე
მუ ამღამეს ცვენა გაქ ბრძნული აზრების ^_^
იმდენი შენ რა გითხარი :დ
რასაც ველოდი ისე წამოვიდა )))მადრიდში კარგი თამაში იქნება
ძაან კმაყოფილი ვარ პეპეს თამაშით.ძაან დონეა.არაუშავს თუ ვერ გაიტანა,ეს მისი მოვალეობა არააა.რაც მთავარია გაუვალი იყო.
ამ ზიდანმაც ხო შეიყო ))))))))))))))))))
შე დალოცვილო ხამესი და ისკო გყავს გუნდში და რატო შეე)ი ამ ვასკესს, გავიგეთ რო კაია ზამენიდან მარა არაა ეგ სასტარტოს ფეხბურთელი, მითუმეტეს ნახევარფინალში რა უნდა ასნავნოიში
ხამესი ვაფშე ჩამოწერა როჟამ
რეალი არ უნდა თამაშობდეს თურმე ნახევარფინალს.

თავზე დაახუურა სიტის ყველაფერი ორი ლიდერის გარეშე და კიდე უმომენტო თამაში იყო,არადა 4 რეალური მომენტი რეალს ნამდვილად ჰქონდა.აღარაფერს ვამბობ ნახევარმომენტებზე და იმ ძროხა კომფანიზე,რომელმაც რა შეტევა ჩაუშალა რეალს.მოკლედ,რეალმა აჯობა 2 ლიდერის აგრეშე და ბერნებაუზე რაც მოელით ალბათ ხვდება ბევრი და ამიტომ ივრის ურიან კომენტარებს.
შენ რა თამაშს უყურებდი?
ნუ ხო რონალდუს არ ყოფნა აღსანიშნავია და მიტო იყო ესეთი მკვდარი თამაში
ვინც თვლის რომ რეალს ნახევარფინალში არაფერი ესაქმება ან ფეხბურთის გარტყმაში არაა ან ბარსას ფანია
იყოს მე რას მიშლის პირიქით სახალისოა ესეთი რეალის ყურება
არამგონია შენთვის სახალისო იყოს
რატომაც არა სიტის რო ვერ მოუგებს გუნდი
ბავშვურ კომენტარებს არ ვართ
სიტი გავიდა ფინალში და და არ ვიცი თუ რა ხდება 
ანაც ორივე ერთად