შაბათს, 23 მაისს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. მრჩეველთა საბჭო რაგბის კავშირის ინიციატივით ახლახანს ჩამოყალიბდა და მსგავს შეხვედრებს პერიოდულად გამართავს.
მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანი გარეშე პირებისგან ახალი იდეებისა და მოსაზრებების მოზიდვა, მათი განხილვა და განხორციელებაა. თუმცა ეს წრე არ წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს.
„მრჩეველთა საბჭო ჩვენი სპონსორების წარმომადგენლებისგან, გულშემატკივრებისგან, აქტიური მეგობრებისგან და სხვა შესაბამისი ინტელექტის მქონე კრეატიული ადამიანებისგან შედგება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მრჩეველთა საბჭო არ ღებულობს გადაწყვეტილებებს, ეს არის უბრალოდ სათათბირო საბჭო. აბსოლუტურად ყველა საკითხზე, რაც რაგბს უკავშირდება – ეს იქნება ორგანიზაციული თუ სპორტული საკითხები, მოვისმენთ მოსაზრებებს, ვისაუბრებთ სხვადასხვა საკითხებზე რაგბის მომავალი განვითარების კუთხით“ - აღნიშნა გოჩა სვანიძემ.
საბჭოს ამჟამინდელი წევრები არიან “თი-ბი-სი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, კომპანია “ნატახტარის” მარკეტინგის მენეჯერი თორნიკე ნიკოლაიშვილი, კომპანია “სილქროუდის” წარმომადგენელი კაკი რამიშვილი და სხვა პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.
არსებული წრე დახურული არ არის და დამატებითი წევრების არჩევა ინდივიდუალური შერჩევის პრინციპით მოხდება. რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა 19 მაისს იგეგმება.
www.rugby.ge