ფეხბურთი

16:01 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

იური ბაკალოვმა "ზუგდიდი" დატოვა

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" მთავარმა მწვრთნელმა იური ბაკალოვმა უმაღლესი ლიგის 26-ე ტურში "ლოკომოტივთან" გამართული მატჩის (1:1) შემდეგ თანამდებობა დატოვა.

როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, უკრაინელმა მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილება „ზუგდიდი“-ს დირექტორთან, გელა ინალიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო და მოქმედი კონტრაქტის შეწყვეტაც ორმხრივი შეთანხმებით მოხდა. უკრაინელ სპეციალისტს, ს.კ. „ზუგდიდთან“ ხელშეკრულება მაისის ბოლომდე აკავშირებდა.

იური ბაკალოვმა ზუგდიდური გუნდი ოფიციალურად 2016 წლის 16 იანვარს ჩაიბარა. უკრაინელის ხელმძღვანელობით "ზუგდიდმა" 11 ოფიციალური მატჩიდან 2 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და დანარჩენ შეხვედებში მარცხი იწვნია.

კლუბის დირექტორმა გელა ინალიშვილმა უკრაინელი მწვრთნელის შემცვლელად გუნდს უკვე წარუდგინა მისი ასისტენტი ლევან მიქაძე, რომელიც ზუგდიდელ ფეხბურთელებს მინდორზე დარჩენილ ტურებში გაიყვანს. ინფორმაციისთვის, ლევან მიქაძემ პირველი წრის ბოლო ტურებშიც უხელმძღვანელა "ზუგდიდს" და იგი სწორედ, ბაკალოვმა შეცვალა.

0.142478