ფეხბურთი

12:27 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 18-წლამდელები დღეს აშშ-ს ნაკრებთან ითამაშებენ

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები სლოვაკეთშია და დღეს საერთაშორისო ტურნირის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს აშშ-ს ნაკრებთან. შეხვედრა 13 საათზე დაიწყება. გიორგი ყიფიანმა სლოვაკეთში გადახალისებული შემადგენლობა წაიყვანა, მათ შორის, ერთი წლით უმცროსებიც, რათა ასეთი დონის მატჩებში თავის გამოჩენის შანსი მისცეს უახლოეს რეზერვს.

ტურნირში 8 ნაკრები მონაწილეობს და ქართველი 18-წლამდელები ა ჯგუფში აშშ-თან, სლოვაკეთთან და უკრაინასთან ერთად არიან. ბ ჯგუფში რუსეთი, ჩეხეთი, ნორვეგია და მაკედონია მოხვდნენ.

საქართველოს ნაკრების სატურნირო განრიგი ასეთია:

25 აპრილი: აშშ - საქართველო
26 აპრილი: სლოვაკეთი - საქართველო
28 აპრილი: საქართველო - უკრაინა

გიორგი ყიფიანმა სლოვაკეთში შემდეგი 20 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო), ლევან ისიანი (დინამო თბ);
მცველები: შალვა ბურჯანაძე (ტორპედო), ომარ ბულუხაძე (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), დავით კობოური (დინამო თბ), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ნიკოლოზ მალი (საბურთალო);
ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), ლუკა ფოჩხუა (დინამო თბ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), იოსებ მოლაშვილი (საბურთალო), თორნიკე ჭურაძე (საბურთალო);
თავდამსხმელები: ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), ბექა ქავთარაძე (35-ე სკოლა), მერაბ მეგრელაძე (საბურთალო).

სფფ-ს პრესსამსახური

0.117922