კალათბურთი

1:31 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

”ანადოლუ ეფესმა” ივკოვიჩი დაითხოვა

ცნობილი საკალათბურთო მწვრთნელი დუშან ივკოვიჩი თურქული “ანადოლუ ეფესის” თავკაცის პოსტიდან გაანთავისუფლეს. ამ ინფორმაციას სტამბოლური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

სერბი სპეციალისტი “ანადოლუ ეფესს” 2014 წლის მაისიდან ავარჯიშებდა და გასულ სეზონში გუნდი თურქეთის ჩემპიონატის ფინალში და ევროლიგის მეოთხედფინალში ათამაშა.

მიმდინარე სეზონში ივკოვიჩის შეგირდები ეროვნული პირველობის სათავეში კი იმყოფებიან, თუმცა, ევროლიგაში ტოპ-16-ის ეტაპს ვერ გასცდნენ.

0.117453