კალათბურთი

22:55 | 24.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის სიმბოლური და 1 მოხსნა ორმაგ დუბლამდე

ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდში მეოთხედფინალური სერიის მე-2 მატჩი წააგო და მოედნის უპირატესობა დაკარგა.

ქართველი ფორვარდის კლუბმა პირველ საშინაო შეხვედრაში “ბრეოგანს” 90:86 მოიგო, მეორეში კი თითქმის იდენტური ანგარიშით – 85:90 დამარცხდა.

ბურჯანაძემ მოგებულ მატჩში 20 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა და მეოთხედფინალის საწყისი მატჩების სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, დღეს წაგებულ შეხვედრაში კი 17 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

ბექამ 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი კალათბურთელი მასპინძელთა რიგებში მხოლოდ სერხიო ოლმოს პარდოს (20 ქულა) ჩამორჩა, სტუმრებს კი ლიტველმა ოსვალდას მატლუონისმა ულიდერა 33 ქულით.

მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში 1:1 გახდა, მომდევნო ორ მატჩს კი “ბრეოგანი” უმასპინძლებს. უახლოესი შეხვედრა 29 აპრილს შედგება.

0.131425