ფეხბურთი

15:25 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბორაცისა” და “ცრვენა ზვეზდას” ქომაგთა შეტაკება მსხვერპლით დასრულდა

სერბეთის სუპერლიგის მატჩი “ბორაცსა” და “ცრვენა ზვეზდას” შორის, რომელიც 23 აპრილს იყო დაგეგმილი, გაურკვეველი ვადით გადაიდო. სერბული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ამის მიზეზი პარასკევს ღამით გუნდების გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც ირკვევა, ჩხუბის დროს მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად “ცრვენა ზვეზდას” 21 წლის ფანი გარდაიცვალა, რამდენიმე ქომაგი კი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.

მომხდარის გამო ადგილობრივმა პოლიციამ ლიგის ხელმძღვანელობას თამაშის გადადება მოთხოვა. შეხვედრის გამართვის ახალი თარიღი კლუბებთან კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა.

0.187873