ფეხბურთი

14:47 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო რანიერი: “ახლა ან არასოდეს”...

“ლესტერის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ჩემპიონობის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

“ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ და ეს ყველა გუნდისთვის სერიოზული მიღწევაა, ახლა კი ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. მჯერა, კლუბის თითოეული წევრი მიზნის მისაღწევად ყველაფერს გაიღებს. ახლა ამისთვის ხელსაყრელი მომენტია. ახლა ან არასოდეს...” - ამბობს რანიერი, რომელის გუნდიც პრემიერლიგას 34 ტურში მოპოვებული 73 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ “ტოტენჰემს” 5 ქულით უსწრებს.

“ლესტერი” ინგლისის ჩემპიონატის მორიგ მატჩს 24 აპრილს საკუთარ მოედანზე “სუონსის” წინააღმდეგ გამართავს.

0.112358