კალათბურთი

1:23 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 20 ქულა და პირველი საპლეიოფო გამარჯვება

ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდის პლეი-ოფში ჩაება და ქართველი კალათბურთელის დიდი დახმარებით, პირველი გამარჯვებაც იზეიმა.

ლა კორუნიელები “ბრეოგანს” დაუხვდნენ და მართალია, პირველი ტაიმი 6 ქულით დათმეს, საბოლოოდ, 90:86 იმარჯვეს. ბურჯანაძემ მოედანზე 29:22 წუთი დაჰყო და 20 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა, რაც მასპინძელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ბექამ 8-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

მეოთხედფინალური სერია სამ მოგებამდეა, მომდევნო შეხვედრას კი ისევ “ლეიმა ბასკეტ კორუნა” უმასპინძლებს და ის 24 აპრილს შედგება. ისიც ვთქვათ, რომ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მხოლოდ პლეი-ოფის გამარჯვებული გადავა.

0.119142