ფეხბურთი

20:51 | 22.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვიდეოგამეორებას ჰოლანდიაში გამოცდიან

როგორც ფიფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ვიდეოგამეორების სისტემას ჰოლანდიის ჩემპიონატის პლეი-ოფის ერთ-ერთ მატჩში გამოცდიან. ამსტერდამში 18-დან 20 იანვრის ჩათვლით ახალ საფეხბურთო სისტემასთან დაკავშირებით სემინარი გაიმართება.

ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭომ მარტში ფეხბურთში ვიდეოგამეორების სისტემის შემოტანა დაამტკიცა. ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ რუსეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აღნიშნულ სისტემას მსაჯები გამოიყენებენ.

0.120728