"დორტმუნდის" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი "შტუტგართან" გერმანიის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩს გამოტოვებს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გაბონელ ფეხბურთელს ფეხის ტრავმა აწუხებს და ვარჯიშს შემდეგი კვირიდან დაიწყებს. ობამეიანგმა გერმანიის თასის ნახევარფინალური მატჩი სწორედ დაზიანების გამო გამოტოვა.
მიმდინარე სეზონში ობამეინაგმა 45 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 37 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.