ფეხბურთი

17:40 | 22.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ლიგა: V ტური 25 აპრილს დასრულდება

25 აპრილს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის V ტურის ორი გადადებული შეხვედრა გაიმართება.

25.04.2016.საქართველოს ფუტსალის ლიგა.V ტური

17:00 სპარტაკი - თსუ

19:00 თბილისი - სტუ-თელასი

ტურის კიდევ ორი დაპირისპირება 11 აპრილს გაიმართა, რომელშიც აფხაზეთმა უფლისციხეს სძლია 11-4, ხოლო „დინამო“ ბათუმმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსისტეტის გუნდი დაამარცხა 12-7.

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLERდა ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“,“წყალი მარგებელი“, SPORT City, Apple City

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“,ვებ პორტალები, mysports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

0.099524