კალათბურთი

10:22 | 22.04.2016 | ნანახია 2021 - ჯერ

ზაზას 5 ქულა, 6 მოხსნა და მარცხი “ოკლაჰომასთან” (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსი” შინ “ოკლაჰომასთან” 102:131 დამარცხდა (VIDEO) და სერიას 1:2-ს აგებს. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 19 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 5 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი შესძინა.

“დალასი” შეხვედრაში უშანსოდ იყო, მატჩის ოთხივე პერიოდი “ოკლაჰომამ” მოიგო. კევინ დურანტმა 34 ქულა ჩააგდო, რასელ უესტბრუკმა ორმაგი დუბლი შეასრულა, 26 ქულა, 15 პასი.

სერიის მომდევნო შეხვედრა ტეხასში 24 აპრილს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:08 | 22.04.2016
berodaviti (4285)

პლეიოფი სხვა დონეა, მაგრამ ასეთი სხვაობით არ უნდა წაეგოთ თამაშები, მითუმეტეს ოთხივე მეოთხედი...

17:30 | 22.04.2016
BEERTRANCE (97819)

უშანსოდ

15:23 | 22.04.2016
dinamo222 (8587)

ჯობდა ისევ მერვეზზე გასულიყვნენ და გოლდენს დაჯახებოდნენ D კარი გამოაკლდათ და როგორნე ტომპსონიც რომ გაეჩერებინათ სერიასაც მოუგებდნენ ! DD

11:50 | 22.04.2016
asterx007 (6)

ვერც მაგ ერთს ვერ მოიგებს, კაი 11 კუშიანი 2იანი დასვა გასვლაზე და ეგეც ეყოფათ, ეს დალასი გუნდი არაა და ტრენერი ხო საერთოდ. წელს ოკლასთან გოლდენსტეიტსაც გაუჭირდება

11:39 | 22.04.2016
paatabasket (1253)

ვიღაცა ცუდს იტყვის ზაზაზე გაუხმეს კლავიატურა

11:44 | 22.04.2016
Buratino (3505)

ეგრე იყოს! ზაზა რა შუაშია როცა მთლიანობაში "დალასს" "ოკლა"-ს გავლის არანაირი შანსი არ აქვს (საუკეთესო ვარიანტში 1 თამაში კიდევ შესაძლოა მოუგოს)

15:25 | 22.04.2016
dinamo222 (8587)

დალასის დაცვა ნოლი კი არა მინუსებში იყო ! სამწამიანში კი არ უშვებდა ზაზა არავის მაგრამ იმათმა საშუალო და შორი დისტანიებიდან გაილაღეს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131099
სარეკლამო ადგილი - 99
X x X