მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი ლუკას ერნანდესი მზადაა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს, იმ შემთხვევაში თუ მიწვევა მიუვა. 20 წლის მოთამაშეს საფრანგეთის და ესპანეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
"როხილანკოსის" აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია და ახლა უკვე ეროვნულ ნაკრებზე ფიქრობს.
"ესპანეთმა ყველაფერი მომცა და ამისთვის მადლობელი ვარ. დავაკვირდები რომელი ნაკრები მიმიწვევს: ესპანეთის თუ საფრანგეთის. თუ "ფურია როხა" ნდობას გამომიცხადებს, ამ წინადადებაზე აუცილებლად დავფიქრდები." - ციტირებს Onda Cero ლუკასის სიტყვებს.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ატლეტიკოს" მაისურით 17 მატჩი ჩაატარა და თავი თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.