ფეხბურთი

16:27 | 21.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას ჰაჯი გაწვრთნის

რუმინული ფეხბურთის ლეგენდა გეორგე ჰაჯი, რომელმაც კონსტანცას “ვიტორულის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, ყაზანის “რუბინს” ჩაიბარებს.

რუმინული გამოცემების ცნობით, 51 წლის სპეციალისტმა რუსულ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და საქმიანობას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუდგება. ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით არ სახელდება.

“რუბინი”, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია იცავს, ჰაჯისთან მოლაპარაკებას გასული წლის მიწურულსაც აწარმოებდა და მწვრთნელს წლიურ ანაზღაურებად 4 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა რუმინელისგან მაშინ უარი მიიღო.

0.119054