ფრანჩესკო ტოტიმ მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ მან გოლი მოედანზე შესვლიდან 22 წამში გაიტანა, ასე სწრაფად კი წლეულს არავის გაუტანა. ტოტი “ტორინოსთან” მატჩის 86-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, როდესაც მისი გუნდი მარცხდებოდა და ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ორ წუთში კი, გამარჯვების გოლიც შეაგდო და საფეხბურთო სამყაროს შეიძლება ითქვას, ძველი დრო გაახსენა.
აღსანიშნავია, რომ ჩესკომ გოლის გატანა მიჯრით მეორე თამაშში მოახერხა. ასეთი რამ კი, მას ბოლოს 2014 წლის ოქტომბერში გაეკეთებინა. ისიც სათქმელია, რომ ტოტის 3 გოლის გასატანად (ორ თამაშში) სულ რაღაც 16 წუთი დასჭირდა.