ფეხბურთი

10:46 | 21.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი: ლაშა დვალი ისევ გამოირჩა

პოლონურ ექსტრაკლასაში “შლიონსკმა” შინ 3:1 აჯობა “იაგელონიას” და ბოლოდან მეხუთე ადგილზეა. ლიგიდან ორი გუნდი ვარდება. ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა. საერთოდ, დვალი მშვენივრად შეეწყო “შლიონსკს” და გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაც მიიჩნევა.

იტალიის სერია ა-ში “ემპოლიმ” 1:0 სძლია “ვერონას” და ფაქტობრივად, სერია ბ-ში გაისტუმრა, თავად კი მე-11 ადგილზეა. ლევან მჭედლიძე 83-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და განაცხადში იყო რომან ჭანტურიაც. ის პირველად მოხვდა “ემპოლის” ძირითადი გუნდის სათადარიგოთა სკამზე და ეგებ, დებიუტიც მალე ჰქონდეს სერია ა-ში.

კვიპროსის თასს დაემშვიდობა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი აპოელ-ი. ნიქოზიელებმა ნახევარფინალის პირველის შეხვედრა 1:1 დაასრულეს “აპოლონთან”, მეორეც ასე მორჩა და პენალტების სერიაში აპოელ-ი 4:5 დამარცხდა. ეს თასზე, სამაგიეროდ, ქეცბაიას გუნდი ახლოსაა ჩემპიონობასთან: ორი ტური დარჩა და ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.

უკრაინის თასზეც ნახევარფინალები იყო, ოღონდ პირველი მატჩები. ჯაბა ლიპარტიას “ზორია” სტუმრად 0:1 დამარცხდა “დნიპროსთან”, რომლის განაცხადშიც სანდრო კობახიძე არ ყოფილა. აი, ლიპარტიამ კი 63 წუთი ითამაშა. პირველ ტაიმში “ზორიამ” პენალტი გააცუდა და ეს პენალტი სწორედ ლიპარტიას წაქცევისთვის დაინიშნა.

მეორე წყვილში “ოლექსანდრია”-შახტარი” 1:1-ზე გაეყარნენ. მასპინძლებს დავით თარგამაძე ვერ ეხმარებოდა ტრავმის გამო, ხოლო “შახტარში” გიორგი არაბიძე არ გამოჩენილა.

ბელარუსის თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში ვალერიან გვილიას “მინსკმა” “ჟოდიმოსთან” გასვლაზე 1:1 ითამაშა და ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს. გვილია შეუცვლელად გაისარჯა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.775277