ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი და “დალას მავერიკსის” ლიდერი დირკ ნოვიცკი ტრავმირებულია, ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ი გუნდის მთავარი მწვრთნელის რიკ კარლაისზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნოვიცკიმ “ოკლაჰომასთან” მეორე მატჩის პირველ ტაიმში მუხლის ტრავმა მიიღო, მაგრამ გერმანელმა შეხვედრა არ დატოვა და ბოლომდე ითამაშა. წყაროს ცნობით, ჯერჯერობით უცნაბია, რამდენად შეძლებს ნოვიცკი მესამე მატჩში თამაშს.
“დალასი” შინ “ოკლაჰომას” 22 აპრილს თბილისის დროით 03:00 საათზე შეხვდება.