კალათბურთი

10:47 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიომ” “მემფისი” გაანადგურა (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.

“ატლანტამ” შინ “ბოსტონს” 89:72 მოუგო და სერიაში ჯორჯიელები 2:0 დაწინაურდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 17-17 ქულა ალ ჰორფორდის და კაილ კორვერის ანგარიშზეა. “ბოსტონში” აიზეა ტომასი 16 ქულით გამოირჩა. შეხვედრის ბედი პირველსავე პერიოდში გადაწყდა, რომელიც “ატლანტამ” 24:7 მოიგო.

“სან ანტონიომ” საკუთარ დარბაზში “მემფის გრიზლი” 94:68 გაანადგურა. “სან ანტონიომ” გუნდური კალათბურთი ითამაშა და ოთხივე პერიოდში იმარჯვა. მატჩში ყველაზე მეტი 16 ქულა მაილსის ანგარიშზეა. მატჩში ერთადერთი ორმაგი დუბლი “მემფისის” მძიმე ფორვარდი ზაკ რენდოლფის ანგარიშზეა 11 ქულა, 12 მოხსნა. სერიაში ტეხასელები 2:0 დაწინაურდნენ. მესამე შეხვედრა “მემფისში” 23 აპრილს თბილისი დროით 05:30 საათზე დაიწყება.

“ატლანტა” – “ბოსტონი” 89:72 (24:7, 19:21, 18:18, 28:26)

https://www.youtube.com/watch?v=26ewR9f4coY

“სან ანტონიო” – “მემფისი” 94:68 (22:11, 27:24, 21:18, 24:15)

https://www.youtube.com/watch?v=dseKGMNxONY

0.123093