ბერლინში, Laureus World Sports Awars-ის დაჯილდოვებაზე, წლის საუკეთესო კაც სპორტსმენად ნოვაკ ჯოკოვიჩი დასახელდა. სერბმა ჩოგბურთელმა ამ ტიტულისთვის ბრძოლაში ლიონელ მესის, სტეფ კარის, უსეინ ბოლტს და ლუის ჰამილტონს აჯობა.
საუკეთესო ქალ სპორტსმენად სერენა უილიამსი დაასახელეს. წლის საუკეთესო ნაკრების ტიტული, რაგში ახალი ზელანდიის გუნდმა მოიპოვა.