ფეხბურთი

16:52 | 18.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: “მსაჯი? – ვერაფერს ვიტყვი”

ინგლისის პრემიერლიგის გასულ ტურში “ლესტერმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემს” ვერ მოუგო და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. აღნიშნულ მატჩში მასპინძლებს ლიდერი ჯეიმი ვარდი საკამათო სიტუაციაში გაუგდეს, მაგრამ თამაშის შემდეგ “მელიების” თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ მსაჯზე საუბარი არ მოისურვა. როგორც მან თქვა, მისი პრეროგატივა არბიტრის ქმედების შეფასება არაა.

“რთულ თამაშს ველოდებოდი. “ვესტ ჰემი” კარგი გუნდია. მეორე ტაიმის დასაწყისში რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, შემდეგ ვარდი გაგვიძევეს და ყველაფერი შეიცვალა. თუ არბიტრმა ასე დაინახა, მაშინ კარგი. მე შემიძლია ჩემი ფეხბურთელების თამაში შევაფასო, მსაჯის – არა.

ბიჭები ყველა თამაშს გულითა და საკუთარი სისხლით თამაშობენ. ამისათვის მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, ასე უნდა გავაგრძელოთ. გუშინ თამაშის გადარჩენა ძალზე მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. ჩემპიონობის მარათონი საერთოდ არ გვაშინებს, პირიქით”, უთხრა რანიერიმ fox sports-ს.

“ლესტერი” პრემიერლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გათამაშებას 8 ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, მაგრამ მდევარ “ტოტენჰემს” თამაშით ნაკლები აქვს გამართული. შესაბამისად, ჩამორჩენის შემცირების კარგი შანსი აქვს. “მამლები” დღეს, სტუმრად “სტოკ სიტის” გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115395