ჩოგბურთი

20:28 | 17.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა “მონტე-კარლოს” მასტერსი მეცხრედ მოიგო

მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა “მონტე-კარლოს” მასტერსი კარიერაში მეცხრედ მოიგო. რაფამ ფინალში ფრანგი გაელ მონფილსი 7:5, 5:7, 6:0 დაამარცხა. შეხვედრის პირველი ორი სეტი დაძაბული გამოდგა და ორივე ჩოგბურთელი რიგ ეპიზოდებში საოცრად თამაშობდა. თუმცა მესამე სეტში მონფოლსმა ფეხი აიტკია, მოეშვა, რამაც რაფას სეტი იოლად მოაგებინა.

შეხვედრა 2 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა. ნადლმა 21 შესაძლებლობიდან 8 ბრეიკი შეასრულა, ხოლო გაელმა 13-დან ხუთი. სულ შეხვედრაში 193 ქულა გათამაშდა, რომლის 55 % (106) ესპანელმა მოიგო, ფრანგმა - 45% (87)

რაფამ კარიერაში ATP-ის 68-ე ტიტული, მასტერსის 28-ე ტურნირი მოიპოვა. რაფაელი მასტერსის ტურნირებით ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუთანაბრდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114918