ფეხბურთი

21:30 | 17.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ გრიზმანის და როისის გადაბირებას შეეცდება

"პარი სენ ჟერმენი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მარკო როისის და ანტუან გრიზმანის გადაბირებას შეეცდება. ინფორმაციას Telefoot-ი ავრცელებს.

მიმდინარე სეზონის ბოლოს პსჟ-დან წასვლა ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ედინსონ კავანის სურთ. ფრანგებს თავდაპირველად აღნიშნული ფეხბურთელების შემცვლელებად "ბარსელონას" და "ბაიერნის" თავდამსხმელებს ნეიმარსა და რობერტ ლევანდოვსკის მოიაზრებდნენ, თუმცა უარი მიიღეს.

საბოლოოდ პსჟ-მ გადაწყვიტა შემადგენლობა "დორტმუნდის" და "ატლეტიკოს" ფეხბურთელებით გააძლიეროს. როისი მიმდინარე სეზონში 37 მატჩში 20 გოლით და 7 საგოლე გადაცემით გამოირჩა, ხოლო გრიზმანმა 45 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფრანგი თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს და პსჟ მზადაა ფეხბურთელში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. ჯერჯერობით უცნობია გერმანელი შემტევის გადასაბირებლად პარიზელები რამდენს გაიღებენ. მარკოს სათამაშო ღრებულება 45 მილიონ ევროდაა განსაზღვრული.

0.113253