ფეხბურთი

21:00 | 17.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

უოლკოტს "არსენალიდან" წასვლა სურს

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევი თეო უოლკოტი ლონდონის "არსენალიდან" წასვლას შეეცდება. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

27 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის და შესაძლოა ამის გამო როი ჰოჯსონმა ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანოს.

2015/16 წლების სეზონში თეომ 38 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 53 წუთს ატარებს. ფეხბურთელმა 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. შემტევის სატრანსფერო ღირებულება თებერვლის მონაცემებით კვლავ 25 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113614