ფეხბურთი

18:30 | 17.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" და "იუვენტუსი" ტეტესთვის იბრძვიან

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "იუვენტუსი" ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "აიაქსის" მცველის კენი ტეტეს შესაძენად იბრძვიან. ინფორმაციას Daily Mirror-ი ავრცელებს.

20 წლის ჰოლანდიელი დაცვის ხაზში ცენტრში, მარჯვენა და მარცხენა მხარესაც შეუძლია თამაში. ზემოაღნიშნული კლუბები მზად არიან ჰოლანდიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადონ.

მიმდნარე სეზონში კენიმ 30 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში მცველმა 2 შეხვედრა ჩაატარა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5.5 მილიონ ევროს შეადგენს.

0.124831