ფეხბურთი

12:44 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნეტომ სეზონი დაასრულა

ტურინის “იუვენტუსის” სათადარგიო მეკარე ნეტო მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავა. როგორც ტურინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელ მეკარეს მარჯვენა ფეხზე კუნთის პრობლემები აქვს და უქმობა მომდევნო 30 დღის განმავლობაში მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ამჟამინდელი სეზონი დასრულებულია.

ნეტო “იუვეს” ძირითად შემადგენლობაში ისედაც ვერ ხვდებოდა და თამაში მხოლოდ იტალიის თასზე უწევდა. რაც შეეხება სერია A-ს, აქ სამხრეთამერიკელმა კიპერმა ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა. ნეტო “იუვენტუსს” გასულ ზაფხულს ფლორენციის “ფიორენტინადან” შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117004