ფეხბურთი

22:24 | 15.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე სრნა აღიარეს

ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა ხორვატიის ეროვნული ნაკრების და "შახტარის" მცველი დარიო სრნა აღიარეს. როგორც უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, დონეცკელთა მოთამაშემ მხარდამჭერთა ხმების 45% მიიღო.

33 წლის ფეხბურთელმა "ბრაგასთან" მოგებულ (4:0) მატჩში 25-ე წუთზე პენალტის მეშვეობით გოლი გაიტანა, ხოლო 50-ე წუთზე ვიქტორი კოვალენკოს თავის გამოჩენის საშუალება მისცა.

გამოკითხვაში მეორე ადგილზე ფილიპე კოუტინიო (30%) გავიდა, მესამეზე - სედრიკ ბაკამბუ (20%), ხოლო მეოთხეზე - კევინ გამეირო (5%).

0.120515