ფეხბურთი

18:07 | 15.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ში ცვლილებებია: მიბაძვა ბუნდესლიგაზე

საფრანგეთის ლიგა 1-სა და ლიგა 2-ში დამდეგი სეზონიდან გათამაშების სისტემა შეიცვლება. კერძოდ, 2016-2017 წლების სეზონში ლიგა 1-ს ნაცვლად ბოლო სამი გუნდისა, ორი დატოვებს, ხოლო მე-18 ადგილოსანი პლეი-აუთში ლიგა 2-ის მესამეადგილოსანთან გაარკვევს მთავარ დივიზიონში დამრჩენის ვინაობას.

აღნიშნული დაპირისპირება ორრაუნდიანი იქნება და პირველ მატჩს ლიგა 2-ის ბინადარი, ხოლო საპასუხოს ლიგა 1-ის წევრი გუნდი უმასპინძლებს.

ასეთი სისტემა უკვე კარგა ხანია დანერგილია გერმანიის ბუნდესლიგაშიც, საიდანაც ქვედა ლიგაში მხოლოდ ბოლო ორი გუნდი ვარდება, მე-16 ადგილოსანი კი ურთიერთობას II ბუნდესლიგის მე-3 ადგილოსანთან არკვევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116003