“მონტე-კარლოს” ნახევარფინალში რაფაელ ნადალი ენდი მარეის დაუპირისპირდება. მეოთხედფინალში ენდიმ კანადელი მილოშ რაონიჩი 6:2, 6:0 გაანადგურა. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა. ენიმ 9-დან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო კანადელს ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია. მილოშმა მოულოდნელად ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა, რაც იშვიათად ხდება.
ნადალმა შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას 6:1, 6:4 აჯობა. პირველ სეტში ვავრინკას ნერვებმა უმტყუნა და უბრძოლველად წააგო. მეორე სეტში კი რაფა აქტიურად უტევდა, ხოლო ვავრინკამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, რამაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ურთიერთშეხვედრებში რაფა მარეის 16:6 ამარცხებს.