ფეხბურთი

12:20 | 15.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლოპს მომხდარის დაჯერება უჭირს

ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ევროპის ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში დორტმუნდის “ბორუსიასთან” მიღწეული წარმატების (4:3) შემდეგ ემოციებს ვერ ფარავდა და აღნიშნა, რომ მომხდარის დაჯერება უჭირს.

“ამის ახსნა და დაჯერება რთულია. “ენფილდზე” შესანიშნავი საღამო გამოვიდა, თამაში კი გულახდილად რომ ვთქვა, უცნაური. პირველი ტაიმის შემდეგ დასაკარგი არაფერი გვქონდა და მთავარი იყო ხასიათის სიმტკიცე გამოგვევლინა, ჩვენმა გუნდმა მეტიც შეძლო. ესაა ევროპული ფეხბურთი მთელი თავისი სილამაზით. ამ თამაშის მნახველი “ლივერპულის” გულშემატკივარი იქნება თუ “ბორუსიასი” იტყვის, რომ ფეხბურთი საუკეთესო თამაშია” - განაცხადა კლოპმა.

ლივერპულელები სტუმრად 1:1-ის შემდეგ საკუთარ მოედანზე პირველი ტაიმის შემდეგ ორი ბურთის სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა რთული სიტუაციიდან გამოსვლა მოახერხეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

0.121056