კალათბურთი

23:59 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტეოდისიჩი პირველი რაუნდის MVP-დ აღიარეს (+VIDEO)

მოსკოვის ცსკა-ს ლეგიონერი მილოშ ტეოდოსიჩი ევროლიგის საპლეიოფო რაუნდის პირველი მატჩების უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) აღიარეს. ამ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

რუსულმა გრანდმა გასულ შეხვედრაში ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” 84:74 სძლია, სერბმა გამთამაშებელმა კი თანამემამულეები 23 ქულით, 6 მოხსნით და 6 პასით დაამწუხრა. შედეგად, ტეოდოსიჩის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 28-ს უწია.

აღსანიშნავია, რომ ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა ათენის “პანათინაიკოსის” ცენტრ მიროსლავ რადულიცასაც, თუმცა, მისმა გუნდმა თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩასთან” წააგო და რადულიცაც MVP-ს ტიტულის გარეშე დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.14102