ფეხბურთი

16:07 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი ბენზემაზე წუხს

მადრიდის “ატლეტიკოსა” და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ანტუან გრიზმანი ქარიმ ბენზემას ევროპის ჩემპიონატზე მიღმა დატოვებს გამოეხმაურა.

როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურა, რომ ბენზემა კონტინენტის პირველობას გამოტოვებს.

გრიზმანი დამწუხრებულია აღნიშნული სიახლით და ფიქრობს, რომ ქარიმი მის ნაკრებს ძალიან დააკლდება.

“ეს ამბავი მაშინ გავიგე, როდესაც ავტობუსში ვიჯექი და სტადიონზე მივდიოდი. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ბენზემას არყოფნა, რადგან მას კარგად ვუგებ როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.

პატივი უნდა ვცეთ ფედერაციის გადაწყვეტილებას და უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმუმი გავიღოთ წარმატებისთვის.

ბენზემა დიდი მოთამაშეა, რომელიც ძალიან დაგვაკლდება. თუმცა, ჩვენ სხვა ძლიერი მოთამაშეებიც გვყავს, რომლებიც ბოლო ორ ამხანაგურ თამაშში ვიხილეთ.

ოლივიე ჟირუ და ანდრე-პიერ ჟინიაკი მშვენიერი თავდამსხმელემები არიან. ისინი თავდაუზოგავად შრომობენ და მათი გვჯერა.

ლიდერი ყველა მოთამაშე იქნება. ჩვენ ტაქტიკურად უკეთ უნდა მოვემზადოთ და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვეძლება”, - განაცხადა “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ქარიმ ბენზემა ნაკრებიდან მატიე ვალბუენასთან დაკავშირებული სკანდალის გამო მოკვეთეს.

0.120351