ფეხბურთი

15:47 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს XXXII ტურის სიმბოლური

იტალიის სერია A-ს ვებგვერდმა გულშემატკივართა ტრადიციული გამოკითხვის შემდეგ XXXII ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ტურის საუკეთესო თერთმეტეულში ზედიზედ მეორედ მოხვდნენ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელები, პოლ პოგბა და ჯანლუიჯი ბუფონი.

მათ გარდა, სიმბოლურში კიდევ ორი ტურინელია – ალექს სანდრო და ანდრეა ბარძალი. მიმდინარე სეზონში კი პირველად მოხვდნენ ტურის გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის “ემპოლის” შუახაზელი პიოტრ ზიელინსკი და რომის “ლაციოს” ვეტერანი ფორვარდი მიროსლავ კლოზე.

XXXII ტურის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”)

მცველები: ბრუნო პერესი (“ტორინო”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ალექსი (“მილანი”), ალექს სანდრო (“იუვენტუსი”)

ნახევარმცველები: პიოტრ ზიელინსკი (“ემპოლი”), მარეკ ჰამშიკი (“ნაპოლი”), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”)

თავდამსხმელები: მიროსლავ კლოზე (“ლაციო”), მაურო იკარდი (“ინტერი”), მოჰამედ სალაჰი (“რომა”)

თეგებისერია A
0.112605