კალათბურთი

11:14 | 14.04.2016 | ნანახია 2775 - ჯერ

ზაზამ რეგულარული 8 ქულითა და 12 მოხსნით დახურა (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას „დალასმა“ რეგულარული ჩემპიონატი შინ „სან ანტონიოსთან“ მარცხით დაასრულა, თუმცა ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა თითქმის არ ჰქონდა. დალასელები დასავლეთ კონფერენციაში წაგების შემთხვევაშიც მე-6 ადგილს იკავებდნენ, რადგან ამ ადგილის კონკურენტი „მემფისი“ ოკლენდში თამაშობდა, სადაც „გოლდენ სტეიტს“ სეზონის სარეკორდო, 73-ე გამარჯვების მოპოვებას ეშურებოდა და ეს ასეც მოხდა.

რეგულარულის ბოლო მატჩში ფაჩულიამ 8 ქულა, 12 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ზაზას სეზონის 26-ე ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა.

დალსელებმა ბოლო წუთებზე წააგეს, თუმცა სათქმელია, რომ „სან ანტონიოს“ აკლდა წამყვანი მოთამაშეები - კავაი ლეონარდი, ტიმ დანკანი, ლამარკუს ოლდრიჯი, ტონი პარკერი, დავიდ ვესტი... რომლებიც მწვრთნელმა დაასვენა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 91:96, რაშიც ლომის წილი სფურსის სერბმა გოლიათმა ბობან მარიანოვიჩმა დაიდო 22 ქულა - 12 მოხსნით. დალასელთაგან 22 ქულით რეიმონდ ფელტონი გამოირჩა, დირკ ნოვიცკიმ 19 დააგროვა, დერონ უილიამსის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა.

დალასმა სეზონი 42 მოგებითა და 30 მარცხით დაასრულა. პლეი ოფში ტეხასელები „ოკლაჰომა სიტი სანდერს“ შეხვდებიან. მომდევნო წრეში ის გუნდი გავა, რომელიც სერიაში 4 გამარჯვებას მოიპოვებს. მოედნის უპირატესობა ოკლაჰომელებს აქვთ, რომლებმაც რეგულარული ჩემპიონატი 55 მოგებითა და 27 მარცხით, დასავლეთ კონფერენციის მე-3 საფეხურზე დაასრულეს.

www.gbf.ge


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:39 | 15.04.2016
რაჭა (10043)

ბებერ, სან ანტონიოსთან, დალასის შანსები მინიმალურია, მარამ ყველაფერი ხდება...
წარმატებები კაპიტან

15:10 | 14.04.2016
Buratino (3505)

ზაზას ყოჩაღ, მარა დალასის შანსები ძალზე მცირეა. ჩემი აზრით, ეგ გუნდი ოკლაჰომას 1 ან მაქსიმუმ 2 თამაშს თუ მოუგებს

14:57 | 14.04.2016
Kala94 (6114)

მთლიანობაში მაგარი სეზონი გამოუვიდა კაპიტანს ! მადლობა და წარმატებები ზაზა !

14:48 | 14.04.2016
პანტელეიმონი (4347)

ზაზა, წარმატებას გისურვებ პლეოფში.

13:12 | 14.04.2016
zaza16.10.80 (762)

ზაზა ყოჩაღ, პლეიოფის წინ დაანახა ამ თავკომბალა კარლაილს ვისი იმედი უნდა ქონდეს დალასს პლეიოფში, ისე ოკლაჰომა ნაღადად მეცოდება ხალხო...დატანჯავს დალასი ჯიუტი და უგემოვნო კალათბურთის თამაშით დურანტს და კო_ს...

12:46 | 14.04.2016
federer (17) (15576)

ზაზას არაუშავს თამაში ქონდა და ამდენი დრო რომ ქონოდა სეზონის მეორე ნახევარში ორმაგი დუბლით დაასრულებდა სეზონს

12:44 | 14.04.2016
jarji (238)

ოკლახომა გახევს

11:31 | 14.04.2016
iloreli (2516)

40 წაგება აქვს დალასს.. ისე მეორე სასტავით მოუგეს და საგანგაშოა ეგ.

12:45 | 14.04.2016
federer (17) (15576)

საგანგაშო ის დალასისთვის უკვე 5 ადგილის დაკარგვა იყო და რაც მეხუთე ადგილი დაკარგეს მერე შანსებზე არც მიფიქრიაა
დალასის მაქსიმუმი იქნება 5-6 თამაში პლეიოფში და იმედია 4 თამაშში არ მოუგვარებს ოკლაფომა ყველაფერს

14:55 | 14.04.2016
iloreli (2516)

მე ლიჩნად არ მგონია ოკლაჰომა კლიპერსზე ძლიერი. 3 თვე გრიფინი არ ყავდა და მაინც ცოტათი ჩამორჩა 3 ადგილს. და გრიფინი სეტევაში 20 ქულაზე მეტია და 5 თამაშს ხო სულ მცირე მოიგებდა გრიფინს შედეგიანობა დამატებით. ოკლაჰომას რო ვესთბრუქი ან დურანტი არ ყოლოდა 3 თვე ვერც გავიდოდა პლეიოფში ან 6-8 ადგილისთვის იჩალიჩებდა დალასივით

11:25 | 14.04.2016
BEERTRANCE (97819)

არამგონია აჯობონ ოკლაჰომას.

წარმატებები ზაზას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125159