საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 20 წლამდელთა ჩემპიონატში ტურის ცენტრალური შეხვედრა შედგა, სადაც ერთმანეთს ერთპიროვნული ლიდერი ,,სოხუმი’’ და მეორე ადგილზე მყოფი ,,აკადემია’’დაუპირისპირდნენ.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გულშემატკივრები საინტერესო თამაშს ელოდნენ. ასეც მოხდა. უაღრესად დაძაბული, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩის ბედი ერთმა ქულამ გადაწყვიტა. 71:70 გაიმარჯვა ,,სოხუმმა’’ და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 30 ქულა ,,სოხუმის’ ’წევრმა ტატო ზუზაძემ დააგროვა. 20 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა დავით ლომიძემ შეასრულა. ,,აკადემიას’’ მხრიდან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ნიკა ლეონიძე იყო.
„აკადემია“- „სოხუმი“ 70:71 (25: 23, 13: 17, 20: 16, 12: 15)