ფეხბურთი

17:02 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გილავოგი: "ორი სწრაფი გოლი - ეს სირცხვილია"

"ვოლფსბურგის" ნახევარმცველმა ჟოზუა გილავოგიმ განაცხადა, რომ "რეალთან" მარცხი სწრაფი გოლების გაშვებამ განაპირობა. ფრანგმა ფეხბურთელმა აგრეთვე აღნიშნა, მიუხედავად წაგებისა, მეოთხედფინალით მაინც კმაყოფილი ვარო.

"ორმა სწრაფმა გოლმა ტურნირიდან გამოგვთიშა. ეს სირცხვილია. მოუგო "რეალს" შინ 2:0 ეს ყოველდღე კი არ ხდება. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა რომ ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე არ ვიყავით და შესაბამისად გამოვვარდით. თუმცა შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი შედეგით. არავინ ელოდა "ვოლფსბურგის" ასეთ მიღწევას, თუმცა შევძელით." - ციტირებს L"Equipe გილავოგის სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112811