39 წლის ტიმ დანკანმა კარიერაში 1392-ე მატჩი ჩაატარა, რითაც ჯეისონ კიდს (1391 მატჩი) გადაასწრო. ამ მაჩვენებლით დანკანმა მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე მეტი შეხვედრა რობერტ პერიშს აქვს ჩატარებული - 1611
“სან ანტონიომ” “ოკლაჰომას” 102:98 აჯობა, დანკანმა გუნდს 12 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი შესძინა.