"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი "მანჩესტერ სიტისთან" წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული იყო. პსჟ-ს მფლობელმა განაცხადა, რომ მის გუნდს განახლება არ სჭირდება.
"პსჟ ძალიან იმედგაცრუებულია, მაგრამ შედეგი უნდა მივიღო. ახლა ჩვენი საფიქრალია თუ რა გავაკეთოთ მომავალში. ლორან ბლანმა რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა, ტაქტიკაც კი შეცვალა, მაგრამ ამაოდ - "სიტისთან" დუელი წავაგეთ. შედეგზე ბევრმა რამემ იმოქმედა, მაგ: დისკვალიფიკაციებმა, მოტას ტრავმამ და კიდევ ბევრმა რამემ. ეს ამ თაობის მაქსიმუმი იყო? ასე არ ვფიქრობ." - განუცხადა L"Equipe-ს ნასერმა.
პსჟ-მ ინგლისურ გუნდთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირება ორი მატჩის ჯამში 2:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.