ფეხბურთი

14:49 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ბროკის მიზანი

"მილანიდან" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სინიშა მიხაილოვიჩის გაშვების გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ ერთპიროვნულად მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია gazzetta dello sport-მა გაავრცელა.

იტალიური გამოცემის ცნობით, "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი და გუნდის ფეხბურთელები სერბი სპეციალისტის გუნდიდან დათხოვნის წინააღმდეგნი იყვნენ, თუმცა იტალიელმა ბიზნესმენმა მათი აზრი არ გაითვალისწინა.

აგრეთვე ცნობილი ხდება ახალი თავკაცის კრისტიან ბროკის მთავარი მიზანი. იმ შემთხვევაში თუ ახალგაზრდა სპეციალისტი "მილანს" იტალიის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე გაიყვანს, მომავალ სეზონში იგი კვლავ "როსონერის" მწვრთნელი იქნება.

ამ დროისთვის სატურნირი ცხრილში "მილანი" 49 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება და მე-7 პოზიციაზე მყოფ "სასუოლოს" 1 ქულით უსწრებს.

0.118813