ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” შვედი ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიუხედავად “მანჩესტერ სიტისთან” მარცხისა (0:2) მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ინგლისურზე ძლიერია.
“ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან ორი თამაში ჩვენს დონეზე არ გვითამაშია. ვფიქრობ, ჩვენ “სიტიზე” ძლიერი გუნდი გვყავს, უბრალოდ, დაბალ დონეზე ვითამაშეთ”, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
აღსანიშნავია, რომ ზლატანი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან უკვე მერვედ გამოვარდა. არადა, მთლიანობაში ამ ტურნირის აღნიშნულ ეტაპზე იბრას გუნდები აქამდე 9-ჯერ მივიდნენ. ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც იბრამ ნახევარფინალი ითამაშა, 2009-2010 წლების სეზონი იყო “ბარსელონაში” და მაშინ მის ყოფილ გუნდ “ინტერთან” წააგო. რაც შეეხება რვაჯერ წაგებულ მეოთხედფინალებს: “აიაქსში” (2002-2003), “იუვენტუსში” (2004-2005 და 2005-2006), “მილანში” (2010-2011 და 2011-2012), პსჟ (2012-2013 წლების სეზონიდან წლევანდლამდე).