ფეხბურთი

13:03 | 12.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილოვიჩი “მილანის” გულშემატკივრებს გამოემშვიდობა

იტალიური “მილანის” ხელმძღვანელობამ სინიშა მიხაილოვიჩი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. იტალიური პრესის ცნობით, სერბი სპეციალისტის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება “როსონერის” ბოსებმა ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს და სეზონის ბოლომდე გუნდი კრისტიან ბროკის ჩააბარეს, რომელიც აქამდე მილანელთა ახალგაზრდულ შემადგენლობას თავკაცობდა.

კლუბის მხრიდან ოფიციალურ განცხადებას დღეს ელიან, თუმცა მიხაილოვიჩი “ტვიტერის” საშუალებით უკვე გამოემშვიდობა “მილანის” ფანებს.

“მადლობა სიყვარულისთვის. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო” - დაწერა მიხაილოვიჩმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.

“მილანი” სერია ა-ს 32 ტურში მოპოვებული 49 ქულით ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება.

0.117391