ფეხბურთი

18:01 | 11.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფილმი “ლესტერზე” და დე ნირო, როგორც რანიერი...

ინგლისის პრემიერლიგის ლიდერ და სეზონის აღმოჩენა “ლესტერ სიტიზე” ფილმის გადაღება იგეგმება. გასაკვირი არცაა, რადგან “მელიების” მიმდინარე სეზონის თავგადასავალი მართლაც ფილმის სცენარივითაა.

ცნობილი ბრიტანელი სცენარისტი ადრიან ბატჩარდი უკვე სერიოზულად ფიქრობს ჯეიმი ვარდისა და კომპანიის ფილმში გადაღებას. ინგლისელს კლაუდიო რანიერის როლის შემსრულებელიც შეგულებული ჰქყოლია:

“მინდა, რომ რანიერის როლი რობერტ დე ნირომ განასახიეროს. თუმცა, არ ვიცი ამით გაბედნიერდება თუ არა იგი”, - აღნიშნა ბატჩარდმა.

“ლესტერი” მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა და უპირველესი საუბრის თემაა. ბუნებრივია, რომ ასეთ ყურადღებას იქცევს გუნდი, რომელსაც ერთი წლის წინ სათვალავში არავინ აგდებდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112003