ფეხბურთი

13:24 | 11.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: “მარკოს როხო, როგორც ქალბატონი”...

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი მარკოს როხო ლონდონის “ტოტენჰემთან” მატჩის დროს, ქალს შეადარა. საქმე ისაა, რომ ხსენებული შეხვედრის 6-წუთიან ინტერვალში “დეზებმა” “წითელ ეშმაკებს” 3 გოლი გაუტანეს (VIDEO), მეორე გოლის დროს როხოს საჰაერო ორთაბრძოლა ტობიას ალდერვეილდმა მოუგო და გოლიც შეაგდო. კაპელომ კი არგენტინელი მცველის თამაში შემდეგნაირად შეაფასა:

“როხომ ითამაშა, როგორც ქალმა. მაპატიეთ, ქალბატონების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით”, - ბრძანა კაპელომ.

ვეტერანი სპეციალისტი, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობას არ ეწევა, ტელეკომპანია FOX Sports-ზე მიმომხილველად მუშაობს.

0.113994