ფეხბურთი

12:09 | 11.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი ტირის, ჟოზე მას ქომაგობს, “ლესტერმა” კი პირადი ისტორია გადაწერა...

“ლესტერ სიტიმ” გუშინ “სანდერლენდი” (2:0) დაამარცხა და გარდა იმისა, რომ დამაჯერებელი ლიდერობა შეინარჩუნა, მომავალ სეზონში მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. “მელიებს” ამჟამად 72 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციაზე მყოფ “მანჩესტერ იუნაიტედს” 19 ქულით უსწრებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ “ლესტერმა” დარჩენილი ხუთივე თამაში რომ წააგოს, მიუხედავად იმისა, რომ “იუნაიტედს” თამაშით ნაკლების აქვს ჩატარებული, მეოთხე პოზიციაზე მაინც დარჩება.

აღნიშნული შედეგი კი ამ პატარა კლუბისთვის უკვე ისტორიულია, რადგან ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში მას არასდროს უთამაშია.

ამასობაში კი, ლეგენდარული პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც ამჟამად უმუშევარია, “ლესტერს” წარმატებას საჯაროდ ულოცავს. მისი თქმით, იგი პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლაში კლაუდიო რანიერის მხარესაა. მან იმედი გამოთქვა, რომ იტალიელი სპეციალისტი და მისი გუნდი შესანიშნავად დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.

რაც შეეხება თავად რანიერის, მხცოვანმა სპეციალისტმა “სანდერლენდთან” მოგების შემდეგ ემოციები ვერ მოთოკა და პირდაპირ სტადიონზე იტირა...

მოკლედ, ზღაპარი სახელად, “ლესტერი” და ჩემპიონობა გრძელდება და ზღაპრისეულ დასასრულამდე ძალიან ცოტაღაა დარჩენილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125537